20 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ფინანსური დოკუმენტაციების გასაჯაროება ხელმეორედ მოსთხოვა

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ფინანსური დოკუმენტაციების გასაჯაროება ხელმეორედ მოსთხოვა - ახალგაზრდების თქმით, პირველად განცხადება 1 თვის წინ შეიტანეს და უნივერსიტეტმა დოკუმენტაცია სრულად არ გაასაჯაროვა. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტი არასწორად ნაწილდება და ახალგაზრდების პროექტები არ ფინანსდება.

""ილია უნის" ამგვარი მიდგომა ჩვენს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის დამალვის თაობაზე, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვებს უნივერსიტეტში არსებული არაჯანსაღი ფინანსური მდგომარეობის ბიუჯეტის არამიზნობრივი, არაკეთილსინდისიერი და არაგამჭვირვალედ ხარჯვის შესახებ," - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი.

დღის ამბები