25 აპრილი 2024,   08:51
ვრცლად
"დონბასში ვითარება ძალიან რთულია" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვითარება დონბასში უკიდურესად მძიმეა. პრეზიდენტის თქმით, რუსული ჯარი ცდილობს სლავიანსკსა და სევეროდონეცკზე შეტევას. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"დონბასში ვითარება ძალიან რთულია. როგორც წინა დღეებში, რუსული არმია სლავიანსკსა და სევეროდონეცკზე თავდასხმას ცდილობს. უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ შეტევას აჩერებენ.

ყოველი დღე, რომელსაც ჩვენი დამცველები იგერიებენ რუსეთის ამ შეტევით გეგმებს, ანგრევენ მათ, არის კონკრეტული წვლილი მთავარი დღის მოახლოვებაში. დღე, რომელსაც ყველა მოუთმენლად ველით და რომლისთვისაც ვიბრძვით - გამარჯვების დღე. და არც ერთი რუსული დარტყმა – არც რაკეტებით რივნის რაიონში, არც არტილერიით ხარკოვში ან სუმში და არც დონბასში, არც არსებული ყველა შესაძლო იარაღით, შედეგს არ მისცემს რუსეთს," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღის ამბები