19 მაისი 2024,   11:10
ვრცლად
"ჩხუბის დროს დანა ბრალდებულს არ ჰქონია"- თანატოლის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი

თანატოლის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. სულ ცოტა ხნის წინ, დუშეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორი მოზარდის ადვოკატმა დატოვა. მისი თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს, საქმეში კი ბევრი დეტალია და ექსპერტები ახლაც მუშაობენ.

"ის მასალები, რაც ჩვენ გადმოგვეცა და რომლის საფუძველზეც ბრალდების მხარემ გამოიტანა გადაწვეტილება, ნამდვილად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ასეთი გადაწვეტილება ყოფილიყო მიღებული. არც არარსებობს იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ამ ბავშვს რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რაც თვითონ ბრალდებულმაც თქვა და გამოძიების სხვა მასალებითაც გარკვეულწილად ირკვევა, თუ ვინ მიიტანა შემთხვევის ადგილზე დანა და ვის ჰქონდა ჩხუბის დროს დანა. ჩხუბის დროს დანა ბრალდებულს არ ჰქონია", - განაცხადა არასრულწლოვნის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

74-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბი, ორი დღის წინ, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, ავტოფარეხში მოხდა. დაპირისპირებაში 20-მდე არასრულწლოვანი მონაწილებდა.

დღის ამბები