19 მაისი 2024,   10:09
ვრცლად
თბილისში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო დღეს, 3 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

იხილეთ უბნების ჩამონათვალი:

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 I, III, IV, VI, VII, VIII, IX, X  კვარტლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 „დ“ ქუჩის, კალოუბნის, საცხენისის, თრიალეთის, შუამთის, ჯავახეთის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანიIVა, IVბ მიკრორაიონების (ნაილობრივ), ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ილია ვეკუას, ანგია ბოჭორიშვილის, მარატ ნოზაძის, ომარ ხიზანიშვილის, ფორე მოსულიშვილის, ვლადიმერ ნანეიშვილის და გიორგი ავალიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

 

საბურთალოს რაიონი

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ცაგარელის, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის, საბურთალოს, საირმის, მიცკევიჩის, ბურძგლას და შმიდტის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, ჩიტაძის (ნაწილობრივ), ამაღლების, ასათიანის, გიზო ნიშნიანიძის,  ლერმონტოვის და მესხის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელინსკის, გოგებაშვილის, გუნიას, ზანდუკელის, ჭოველიძის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას, ბარნოვის, კერესელიძის, თეიმურაზ ჩირგაძის, გუნიას და  ჭოველიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის  II, III, V კვარტლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების  III მიკრორაიონის  II, III, V კვარტლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების Xბ კვარტლის (ნაწილობრივ), რომელაშვილის, დავით ნიშნიანიძის და ლევან რჩეულიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გულუას, არტურ ლაისტის, სერგო წულაძის, მეველეს, სამგორის და ციხისძირის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება," - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები