05 სექტემბერი 2026,   05:16
ვრცლად
ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის "გრან სლემის" მეორე დღეს, სამი მედალი მოიპოვა.

ჩემპიონ - პრიზიორები სულ ქალთა და მამაკაცთა ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, ქართველთაგან კი კვარცხლბეკზე მხოლოდ მამაკაცები ავიდნენ.

73 კილოგრამში, შეჯიბრება ლაშა შავდათუაშვილის ტრიუმფით დაგვირგვინდა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა თბილისურ ტატამიზე, ფინალის გზაზე ოთხი შეხვედრა მოიგო. 81 კილოგრამში, ტატო გრიგალაშვილს უმაღლეს ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა და ოთხი გამარჯვების შემდეგ ფინალში დამარცხდა, ტურნირის დასკვნითი მედლების ბოლო ხუთი კომპლექტი კი დღეს გათამაშდება.

დღის ამბები