დღეს საღამოს დინამო არენაზე დიდი 10-ის გამარჯვებული გამოვლინდება. შეხვედრა, რომელშიც ბათუმი და ბოლნისის ყოჩები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, 20.00 საათზე დაიწყება.
შეგვიძლია ითქვას, ფინალში ორი უძლიერესი გუნდი ითამაშებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სეზონში, სწორედ ბოლნისელებმა დაამარცხეს ზღვისპირელები.