ბათუმის მორაგბეთა კლუბი, საქართველოს ჩემპიონია. "დიდი 10" - ის ფინალური შეხვედრა, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართა, რომელშიც "ბათუმი" ბოლნისის "ყოჩებს" დაუპირისპირდა და მეტოქე 23 - 14 დაამარცხა.
ბათუმელმა მორაგბეებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ნახევარში მოიპოვეს, მათ მეტოქის ჩათვლის ზონა სამჯერ აიღეს, თავად კი მხოლოდ ერთი ლელო მიიღეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ბათუმელთა კაპიტანი, ბექა ურჯუკაშვილი აღიარეს.
ფინალის დასრულებისთანავე, დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა.