18 მაისი 2024,   19:46
ვრცლად
სევეროდენცკი წინააღმდეგობის ეპიცენტრია, ეს ძალიან სასტიკი ბრძოლაა, ამ ომის პერიოდში ერთ - ერთი ყველაზე რთული - ზელენსკი

ტრადიციაულ ვიდეომიმართვაში, სევეროდონეცკში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ სწორედ ამ ქალაქში წყდება დონბასის ბედი.

უკრაინის პირველმა პირმა ოკუპირებული რეგიონების, მათ შორის საქართველოდან საფეხბურთო გუნდების ფსევდო ჩემპიონატზეც ისაუბრა და ამ ფაქტს უკრაინელი ხალხის დაცინვა უწოდა.

"დონბასში, სევეროდენცკი წინააღმდეგობის ეპიცენტრია. ჩვენ ვიცავთ პოზიციებს და მტერს, მნიშვნელოვან დანაკარგებს ვაყენებთ. ეს ძალიან სასტიკი ბრძოლაა, ამ ომის პერიოდში ერთ - ერთი ყველაზე რთული.

მადლობას ვუხდი თითოეულს, ვინც იბრძვის ამ მიმართულებით, ზუსტად იქ წყდება ახლა ჩვენი დონბასის ბედი. 10 წლის წინ, დონეცკი ძლიერი და განვითარებული ქალაქი იყო, თუმცა შემდეგ რუსეთი მოვიდა და ახლა ეს ქალაქი მოჩვენებაა, რომელმაც დაკარგა ათასობით სიცოცხლე და აბსოლუტურად ყველა პერსპექტივა,  მხოლოდ 10 წელი გავიდა და ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ეს სხვა სამყაროში იყო.

ზუსტად დღეს, აგრესორებმა სიახლე გაავრცელეს, თითქოს ისინი ემზადებიან საფეხბურთო კლუბების გასაერთიანებლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ერთი ფსევდოჩემპიონატის ქვეშ – დონეცკიდან, ლუჰანსკიდან, ხერსონიდან, მელიტოპოლიდან, ყირიმიდან და საქართველოს ტერიტორიის ნაწილიდანაც კი", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები