15 ნოემბერი 2024,   17:11
ვრცლად
აქციის მეათე დღე ბორჯომში- სააპროტესტო აქციის მონაწილეებთან შესახვედრად სახალხო დამცველი ჩავიდა

უკვე მეათე დღეა ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები საპროტესტო აქციებს მართავენ. ამ დროისთვის ისინი სახალხო დამცველს უკვე შეხვდნენ, რომელიც ადგილზე ჩავიდა. 

თანამშრომლები პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ და გათავისუფლებულების აღდგენას, ხელფასების მომატებას და ძველი ხელშეკრულებების ამოქმედებას ითხოვენ,  შენობის პიკეტირებაც.

აქციის მონაწილეები სახალხო დამცველს შეხვდნენ და მას თავიანთი მოთხოვნები გააცნეს. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატი საქმეს შეისწავლის და ამის შემდეგ, ორივე მხარისთვის რეკომენდაციებს გასცემს. 

"მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს და ჩაერთოს პროცესში და მედიაციის გზით, შედეგი აუცილებლად დადგება",- აცხადებს ლომჯარია. 

აქციის მონაწილეები ხელფასების მომატებაზე და უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სამართალი უნდა აღდგეს. 

დღის ამბები