უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში კიდევ ერთი ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი გაიგზავნა. დახმარება ბავშვთა კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნებისგან შედგება.
როგორც უმრავლესობის დეპუტატებმა აღნიშნეს, პარლამენტი უკრაინელი ხალხის გვერდში დგომას მომავალშიც გააგრძელებს.