15 ნოემბერი 2024,   17:10
ვრცლად
საზღვრის უკანონო კვეთაზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო, რომელსაც ბრალდებული ვერ ესწრება - რა შუამდგომლობები აქვთ ადვოკატებს

საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთაზე, მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო. 

ბრალდებულის ადვოკატები, სხდომის გადადებას ითხოვდნენ და მიზეზად ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებენ.

საქმის პროკურორის განცხადებით კი, გაეცნობიან დოკუმენტაციას და მიზეზებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ ახერხებს მიხეილ სააკაშვილი ბოლო კვირების განმავლობაში, სასამართლო პროცესებზე დასწრებას. ამის შემდეგ კი, როგორც ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ბრალდების მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას, მოსამართლეს მიმართოს შუამდგომლობით, რათა გასვლითი სხდომა დაინიშნოს და პროცესი კლინიკა "ვივამედში" გაიმართოს. 

"მიხეილ სააკაშვილი, მიგვაჩნია, რომ ცალსახად არის პოლიტიკური პატიმარი და რუსეთის ტყვე საქართველოში, მიუხედავად ამისა, მას ბრალდებულის სტატუსი აქვს. პროცესში ბრალდებულის მონაწილეობა, არ არის ბრალდებულის დასწრება. ბრალდებულს აქვს ძალიან ბევრი უფლება, რომელიც მან უნდა გამოიყენოს ეფექტურად და უნდა იყოს იმ მდგომარეობაში, რომ ამ უფლებების გამოყენება შეძლოს. ამ დილის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში არ იყო, მას არ შეუძლია სხდომაში მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

დღის ამბები