01 სექტემბერი 2026,   20:55
ვრცლად
"ალტ-ინფოს" დამფუძნებლები კოკა მორგოშია, ზურაბ მახარაძე და შოთა მარტინენკო თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს

"ალტ-ინფოს" დამფუძნებლები კოკა მორგოშია, ზურაბ მახარაძე და შოთა მარტინენკო თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს.

სამართალდამცველების კითხვები ეხებოდა 2 ივლისს მათ მიერ დაგეგმილ აქციას ლგბტ თემის წინააღმდეგ. ისინი ამტკიცებენ, რომ ძალადობრივი მოქმედებები არ იქნება, თუმცა ამბობენ, რომ არ გამორიცხავენ გარკვეულ პროვოკაციებს.

"ალტ-ინფოს" დამფუძნებელი კოკა მორგოშია აცხადებს, რომ კითხვები, ძირითადად, პოსტებთან დაკავშირებით ჰქონდათ გამოკითხვაზე. ზურაბ მახარაძე კი ამბობს, რომ ლგბტ კვირეულის წინააღმდეგ აქციას გეგმავს. 

"რა კითხვებიც დამისვეს, შეეძლოთ, რომ ჩვენი საჯარო განცხადებებიდან გაეგოთ პასუხები. კითხვები იყო, ვაორგანიზებდით თუ არა აქციას - დიახ, ვაორგანიზებთ აქციას ლგბტ კვირეულის წინააღმდეგ,"- აცხადებს მახარაძე. 

დღის ამბები