20 აპრილი 2024,   02:18
ვრცლად
ხმაური ზუგდიდში - მოძრაობის "შინ ევროპაში" შეხვედრები მოსახლეობასთან დაპირისპირებით დასრულდა

მოძრაობა "შინ ევროპისკენ" შეხვედრები ზუგდიდში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. სიტუაცია დადიანების სასახლის ეზოში მაშინ დაიძაბა, როდესაც კამპანიის მონაწილეები ფლაერებს არიგებდნენ.

დაპირისპირებული რამდენიმე ადგილობრივმა კამპანიას "ნაციონალური მოძრაობის" კამპანია უწოდა. ამის შემდეგ დაპირისპირებაში სხვა ზუგდიდელებიც ჩაერთნენ, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, მათ მმართველ პარტიასთან ასოცირებული პირები უპირისპირდებიან და შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები