18 აგვისტო 2022,   06:33
ვრცლად
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სოფელ ოჭანეში მომხდარი დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - პოლიციის თანამშრომელმა ადგილობრივი მამაკაცი ყოფით ნიადაგზე დაჭრა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური წალენჯიხაში მომხდარ ინციდენტს იძიებს.

საუბარია სოფელ ოჭანეში მომხდარ დაჭრაზე, რა დროსაც პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა ყოფით ნიადაგზე ადგილობრივი მამაკაცი დაჭრა.  

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წალენჯიხაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ ყოფით ნიადაგზე, მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას," - წერია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

დღის ამბები