ვინ დაიცავს ქუთაისში ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს, ჯერ უცნობია, თუმცა მას ბრალს დღეს წარუდგენენ.
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 36 წლის ქალს თავს ყოფილი მეუღელე დაესხა. დავით ცერცვაძემ საკუთარი შვილის დედას ყელი გამოჭრა. სიკვდილამდე ქალი დახმარებას ითხოვა. ყვირილის ხმა მეზობლებმა გაიგეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოასწრეს.
უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია. დაკავებული მკვლელობის დეტალებზე, სავარაუდოდ, სასამართლო პროცესზე ისაუბრებს.