23 აპრილი 2024,   16:38
ვრცლად
საინტერესო, ძალიან დაძაბული, ემოციური და ლამაზი მატჩი იყო - თეა წულუკიანი საქართველოს კალათბურთის ნაკრების თამაშზე

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი 82:76 დაამარცხა. საკმაოდ დაძაბული თამაშის ბედი დამატებით ტაიმში გადაწყდა. ქართული ნაკრების წარმატებას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი გამოეხმაურა. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მატჩმა ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად ჩაიარა. მინისტრმა ნაკრებს კიდევ ბევრი გამარჯვების მოპოვება უსურვა.

"საინტერესო, ძალიან დაძაბული, ემოციური და ლამაზი მატჩი იყო. ეს იყო საოცრება, რითაც თბილისში სრულიად ახალი ქართული სპორტის სასახლე გაიხსნა. მინდა ჩვენს ერს და ყველას გისურვოთ უფრო დიდი გამარჯვებები," - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

 

დღის ამბები