24 აპრილი 2024,   07:31
ვრცლად
ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს - სააპელაციო სასამართლომ ის უდანაშაულოდ სცნო

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, რომ  ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი ყოფილი თანამშრომელი 2019 წელს ე.წ. იაფი სახლის პროექტთან დაკავშირებით დააკავეს, რომელიც ვერ განხორციელდა. პროკურატურა მათ მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებოდა.

დღის ამბები