06 ოქტომბერი 2024,   23:27
ვრცლად
საბერძნეთში ქართველი მამაკაცი დააკავეს - როგორც ცნობილია, მომხდარი სისხლიან გარჩევას უკავშირდება

საბერძნეთში ქართველი მამაკაცი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომხდარი სისხლიან გარჩევას უკავშირდება.

როგორც გამოცემა იტყობინება, ქართველების რვაკაციანი ჯგუფი ქალაქ სალონიკში ერთ-ერთ რესტორანს სტუმრობდნენ, დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ კი ისინი ერთმანეთს ფიზიკურად პირდაპირ ქუჩაში გაუსწორდნენ. სიტუაციის განმუხტვა ბერძენმა მამა-შვილმა სცადა, რის გამოც, ბერძნული მედიის ცნობით, ქართველებმა 37 წლის კაცსა და მის შვილს სასტიკად სცემეს.

საჭირო გახდა ერთ-ერთი დაშავებულის საავადმყოფოში გადაყვანა.

დღის ამბები