26 დეკემბერი 2024,   23:14
ვრცლად
სუიციდი ციხეში - სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - განცხადებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის 11 ივლისს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყების საფუძველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე, პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინება გახდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 11 ივლისს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა, დაახლოებით 03:10 საათზე, სუიციდი განახორციელა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს,"- ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები