26 დეკემბერი 2024,   23:23
ვრცლად
ყოფილი პრეზიდენტის საქმე - მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 1 აგვისტომდე გადაიდო  

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე სხდომა ისევ გადადო და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის თემაზე პროცესი 1 აგვისტოს ჩანიშნა. თარიღის გადაწევის მთავარ მოტივად მან მიხეილ სააკაშვილის დაუსწრებლობა დაასახელა.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის პროცესში უცხოელი ექსპერტის ჩართვის საკითხს დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამოეხმაურნენ. თამარ გაბუნიას განცხადებით, წერილი მოთხოვნაზე უწყებაში ჯერ არ შესულა. 

კლინიკაში მყოფი სააკაშვილი დღეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ მოინახულა. "გირჩის" ლიდერი ყოფილ პრეზიდენტთან, როგორც თავად თქვა, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მისი აზრის მოსასმენად მივიდა. "ვივა მედიდან" გამოსვლის შემდეგ კი დეპუტატმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სააკაშვილს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება უტარდება და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა აუცილებლობას არ წარმოადგენს. 

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივა მედში" უკვე 60 დღეა მკურნალობს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე კი სასამართლო სხდომები არაერთხელ გადაიდო.

 

 

 

 

 

 

 

  

დღის ამბები