05 სექტემბერი 2026,   05:16
ვრცლად
საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდის დინამო" ფეხბურთის ფედერაციისგან კონკრეტული მტკიცებულებების გამოქვეყნებას ითხოვს, რაც გარიგებულ თამაშებს დაადასტურებს

საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდის დინამო" ფეხბურთის ფედერაციისგან კონკრეტული მტკიცებულებების გამოქვეყნებას ითხოვს, რაც გარიგებულ თამაშებს დაადასტურებს. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე კლუბის პრეზიდენტმა და იურისტმა განმარტეს, რომ ფიფასა და უეფაში გადაწყვეტილების გაბათილების შესახებ განცხადება შეტანილი აქვთ. ასევე, აპირებენ სარჩელის შეტანას პროკურატურაში. კლუბში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ყოველგვარი დასაბუთების გარეშეა მიღებული.

რამდენიმე თვის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა ”უეფას” რეპორტის საფუძველზე, გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის გამო "ზუგდიდის დინამოს” ფულადი ჯარიმა დააკისრა, შვიდ ფეხბურთელს კი თამაში ერთი წლის ვადით აეკრძალა.

დღის ამბები