05 მაისი 2024,   21:18
ვრცლად
ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს შეწყვიტონ ცეცხლი და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას

ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს. 

"ევროკავშირი საომარი მოქმედებების დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რომელიც აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის, ლაჩინის დერეფნის გარშემო და კონტაქტის ხაზის გასწვრივ, სხვა ადგილებში დაიწყო. სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს მსხვერპლი უკვე მოჰყვა და დაშავებულებიც არიან. აუცილებელია დეესკალაცია, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სრული დაცვა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნება, რათა შესაბამისი გადაწყვეტილებების გზები მოიძებნოს. ევროკავშირი ერთგული რჩება, დაეხმაროს დაძაბულობის დაძლევაში და განაგრძოს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, - აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

დღის ამბები