01 მაისი 2024,   01:43
ვრცლად
ენტონი ბლინკენი იმედოვნებს, რომ ტაივანის კუნძულზე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, პეკინი კრიზისულ სამხედრო მდგომარეობას არ შექმნის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ტაივანის კუნძულზე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, პეკინი კრიზისულ სამხედრო მდგომარეობას არ შექმნის. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა მას შემდეგ განაცხადა, რაც წვრთნების ფარგლებში ჩინელმა სამხედროებმა ტაივანის ირგვლივ არსებული წყლების მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები ერთიანი ჩინეთის პოლიტიკის ერთგული რჩება.

"ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, შეიცვალოს სტატუს კვო, განსაკუთრებით, ძალის გამოყენებით. ჩვენ ვრჩებით ერთგული ერთი ჩინეთის პოლიტიკის მიმართ და ამ მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაში არაფერი შეცვლილა. ვიმედოვნებ, რომ პეკინი არ შექმნის კრიზისს და არ მოძებნის მიზეზს, გაზარდოს აგრესიული სამხედრო მოქმედებები," - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

დღის ამბები