27 აგვისტო 2026,   13:56
ვრცლად
"ვიზიტი ევროპაში არის პრივილეგია და არა ადამიანის უფლება" - ესტონეთის პრემიერი ამბობს, რომ დროა რუსეთიდან ტურიზმი შეჩერდეს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ ვიზიტი ევროპაში არა ადამიანის უფლება, არამედ პრივილეგიაა. კალასის თქმით, დროა რუსეთიდან ტურიზმი ევროპის მიმართულებით შეჩერდეს.

"ვიზიტი ევროპაში პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება. უკვე დროა რუსეთიდან ტურიზმი შეჩერდეს," - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა.

შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთ ქვეყნებს მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებისთვის აკრძალონ საზღვრის კვეთა, მათ კი, ვინც რუსეთი უკვე დატოვა - სამშობლოში დააბრუნონ.

დღის ამბები