"დასავლეთმა უნდა შემოიღოს ახალი სანქციები და ჩაკეტოს საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქისთვის, ვინაიდან ისინი სხვას მიწას ართმევენ" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვერ ხედავს აზრს ომის მომხრე და ომის არამომხრე რუსების განცალკევებაში. ზელენსკი ასევე მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნონ.
"რუსეთის ყველა მოქალაქე სამშობლოში უნდა დაბრუნდეს და მიმდინარე მოვლენებზე თავისი წილი პასუხისმგებლობა ჰქონდეს, რადგან, პუტინი მათი არჩეულია და ისინი ამ რეჟიმს არ ებრძვიან.
ყველაზე მთავარი სანქცია საზღვრების ჩაკეტვაა. დაე, იცხოვრონ თავიანთ სამყაროში, სანამ საკუთარ ფილოსოფიას არ შეცვლიან," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.