26 აპრილი 2024,   19:01
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის უწყება ყირიმში აფეთქებების მიზეზად საწყობებში საბრძოლო მასალის დეტონაციას ასახელებს

რუსეთის თავდაცვის უწყება ირწმუნება, რომ ყირიმში მდებარე სამხედრო აეროდრომი და საბრძოლო მასალების საცავები არ დაბომბილა და სამხედრო ობიექტზე, უბრალოდ, საბრძოლო მასალა აფეთქდა. ამის შესახებ ria.ru - იუწყება.

"ადგილიდან მიღებული ინფორმაციით,  აეროდრომზე საბრძოლო მასალის შესანახ ზონაზე ცეცხლი არავის გაუხსნია" - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, დღეს დღის პირველ ნახევარში რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ საკთან მდებარე სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები მოხდა. რის შედეგადაც ნოვოფედოროვკაში ასაფრენი ბილიკებს და საბრძოლო მასალების საწყობებს ცეცხლი გაუჩნდა.

დღის ამბები