26 აგვისტო 2026,   21:40
ვრცლად
აშშ უკრაინას 89 მილიონ დოლარს გამოუყოფს, რათა ქვეყანას ჰუმანიტარული გამოწვევების გადაჭრაში დაეხმაროს

შეერთებული შტატები უკრაინას 89 მილიონ დოლარს გამოუყოფს, რათა ქვეყანას იმ ჰუმანიტარული გამოწვევების გადაჭრაში დაეხმაროს, რომელსაც რუსეთის აგრესიული ომის შედეგად წარმოქმნილი ფეთქებადი ნივთიერებების ნარჩენები იწვევს, - ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

დაფინანსება ხელს შეუწყობს გამნაღმველების, დაახლოებით, 100 ჯგუფის განთავსებას და წვრთნისა და აღჭურვის მასშტაბური პროექტის განხორციელებას, რათა გააძლიეროს უკრაინის მთავრობის შესაძლებლობა, გაანადგუროს ფეთქებადი საბრძოლო მასალები.

დღის ამბები