27 აპრილი 2024,   05:32
ვრცლად
ახალი დეტალები ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ - ყოფილი ქმარი ყოფილ მეუღლეს შერიგებას სთხოვდა და სავარაუდოდ, ეს იყო მათ შორის უთანხმოების მიზეზი

ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ირკვევა. სავარაუდოდ, მკვლელობა მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მოხდა. 

"კურიერის" ინფორმაციით მკვლელობა სავარაუდოდ, დილის 9 საათზე მოხდა. მეზობლები ყვებიან, რომ დილით, ხმაური არ გაუგიათ და მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც ადგილზე სასწრაფო და პოლიცია დახვდათ. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, 38 წლის ქალზე, ქმარი მუდმივად ძალადობდა.

მათივე ინფორმაციით,  ამ მიზეზით იგი 3-ჯერ იხდიდა სასჯელს. 

ყოფილი ქმარი ყოფილ მეუღლეს შერიგებას სთხოვდა და სწორედ ეს იყო მათ შორის უთანხმოების მიზეზი.

38 წლის ქალი 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად, ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩაზე ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ.

დღის ამბები