26 აპრილი 2024,   16:26
ვრცლად
მკვლელობა ოზურგეთში – გავრცელებული ინფორმაციით ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა

დღეს, დილით, ქალაქ ოზურგეთში, მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. როგორც მეზობლები აცხადებენ, კონფლიქტი ოჯახის წევრის გამო დაიწყო. გარდაცვლილს სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევა ოზურგეთში ლესელიძის ქუჩაზე მოხდა, ადგილზე იმყოფებიან ექსპერტკრიმინალისტები.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცი ციხიდან დაახლოებით 4 თვის წინ გამოვიდა.

 

დღის ამბები