02 მაისი 2024,   12:15
ვრცლად
"ბარსელონას" თავდამსხმელს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს საკუთარ სახლში შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს

"ბარსელონას" თავდამსხმელს პიერ-ემერიკ ობამეიანგს საკუთარ სახლში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ.

"ელ პაისის" ინფორმაციით, ოთხი უცნობი მის სახლში შეიჭრა, ფეხბურთელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა.

მძარცველებმა სეიფი გახსნეს, ძვირფასეულობა წაიღეს და ფეხბურთელის კუთვნილი ავტომობილით მიიმალნენ. პოლიცია დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებს.

დღის ამბები