04 მაისი 2024,   03:30
ვრცლად
CNN: აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ბოლო პერიოდში მიწოდებული იარაღი კონტრშეტევისთვის იყო განკუთვნილი

"შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ბოლო პერიოდში მიწოდებული იარაღი კონტრშეტევისთვის იყო განკუთვნილი" - ინფორმაციას CNN თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროს თანახმად, უკრაინამ შეერთებულ შტატებს კონტრშეტევისთვის განკუთვნილი იარაღის მიწოდების თხოვნით ჯერ კიდევ თვეების წინ მიმართა.

მოთხოვნილი შეიარაღების უმეტესობა კი კიევმა გასული თვეების განმავლობაში მიიღო, მათ შორის საარტილერიო სისტემები და "ჯაველინები". წყაროს თანახმად, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გენერალი მარკ მილი რეგულარულ კონტაქტზე იყვნენ უკრაინელ კოლეგებთან, რათა განესაზღვრათ, კონკრეტულად რა ტიპის შეიარაღება სჭირდებოდა უკრაინას ბრძოლის ველზე.

დღის ამბები