კახა კალაძე "ტვ პირველს" უჩივის. განცხადება თბილისის მერის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ გააკეთა. გაბუნიას თქმით, ტელევიზიის ერთ-ერთ საავტორო გადაცემაში წამყვანმა თქვა, რომ - "მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო კახი კალაძემ". ადვოკატი ამ ინფორმაციას ცილისწამებად აფასებს და დავას სასამართლო გზით იწყებს.
"ტვ პირველში" გავიდა მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემა "დღის ამბები", სადაც ჟურნალისტმა გააკეთა შემდეგი შინაარსის განცხადება: "კახა კალაძემ მხოლოდ 1 ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, მე არ ვიგონებ. 60 მილიონი ჩაიდო ჯიბეში კახა კალაძემ,". სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, რომ ეს არის ტყუილი და წმინდა წყლის ცილისწამება. თუ არ იქნა წარმოდგენილი კონკრეტული დოკუმენტაცია, ჟურნალისტმა და მოპასუხეებმა კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე,"- აცხადებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია.