04 დეკემბერი 2024,   23:32
ვრცლად
რუსთავის წყალმომარაგების სისტემური რეაბილიტაციის ფარგლებში, სამუშაოები ხრამის სათავე ნაგებობაზე ჩატარდა

რუსთავის წყალმომარაგების სისტემური რეაბილიტაციის ფარგლებში, სამუშაოები ხრამის სათავე ნაგებობაზე ჩატარდა.

სათავე ნაგებობის სატუმბო სადგურზე, მაგისტრალური მილსადენები განახლდა და 13 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მოეწყო, რაც რუსთავის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

ჩატარებულ სამუშაოებს რუსთავის მერი ადგილზე გაეცნო. ხრამის სათავე ნაგებობის სრული რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული ინვესტიცია 8 600 000 ლარია.

დღის ამბები