04 დეკემბერი 2024,   22:08
ვრცლად
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში განახლდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა და შეიქმნა რეკრეაციული სივრცეები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კულტურისა და სპორტის ობიექტებს, ფასადებს, ღვარსადენებს, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები.

მიმდინარეობს მე-11 სკოლის რეაბილიტაციაც, სადაც მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კალათბურთის დარბაზი და მაგიდის ჩოგბურთის კონსტრუქციები.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

დღის ამბები