04 დეკემბერი 2024,   23:03
ვრცლად
"კოლექტიური ნაცმოძრაობა", რომელიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებს, კვლავ აგრძელებს საბოტაჟსა და ჩატარებული არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას" - არჩილ გორდულაძე

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ, საოლქო კომისიების შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ არ ენდობიან საგამოძიებო უწყებებს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ეს არის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟისა და დელეგიტიმაციის მცდელობა, როგორც სასამართლო სისტემაზე, ასევე არჩევნების შედეგებზე, რომელსაც შედეგი არ ექნება.

"კოლექტიური ნაცმოძრაობა", რომელიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებს, კვლავ აგრძელებს საბოტაჟს და ჩატარებული არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას. ისინი, რა თქმა უნდა, ვერ ეგუებიან მარცხს და ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ თავიანთი ტყუილები როგორმე თავს მოახვიონ ქართველ ხალხს და მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემასაც. რა თქმა უნდა, სააპელაციოში გასაჩივრებას შედეგი არ ექნება, რადგან არანაირი სამართლებრივი საფუძველი, არგუმენტები და არცერთი ფაქტი არ აქვთ მოყვანილი. მხოლოდ ცდილობენ, როგორმე მოატყუონ საზოგადოება და სასამართლო", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები