15 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნონ იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის მეთაურს ბრიუსელში ვიზიტის წინ მოუწოდებს "ქართული ოცნებიდან" წასული ოთხეულის განცხადებებს გაემიჯნოს 

აქვე, პრეზიდენტი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტისას უნდა ისაუბროს საქართველოს შესახებ და გააქარწყლოს ის ეჭვები, რაც საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს.

პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილს ასევე ურჩევს თვის ბოლოს, გაეროში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის მიმართ მეტი მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს.

"ნაბიჯებია გადასადგმელი პრემიერისთვის, მთავრობისთვის და უმრავლესობისთვის და ეს არის ისეთი აუცილებლობა, მეტი რომ არ შეიძლება. პირველ რიგში, პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნონ იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ევროპულ პერსპექტივას და მეორე მხრივ, ვლანძღავდეთ ჩვენს ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროპის კომისიას და ვაბრალებდეთ ევროპელებს თუ სხვა პარტნიორებს, რომ ვითომ მათ უნდათ ჩვენი ჩართვა ომში.

ევროკავშირში ასოცირების საბჭოს შემდგომ, უკვე სამ კვირაში იმართება გაეროში გენერალური ასამბლეა. როგორც ჩანს, პრემიერი იქაც აპირებს რომ წარადგინოს საქართველო, ასე იყოს თუ ასე მიაჩნია, მაგრამ იქ მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და იქ ჩვენ უნა გავფანტოთ ყველა ეჭვი, რაც შეიქმნა ჩვენს მიმართ. ვიცით ჩვენ სოლიდარობის გამოჩენა თუ არ ვიცით და სოლიდარობა არ ნიშნავს მეორე ფრონტს, არ ნიშნავს ომში ჩართვას. სოლიდარობა არის ის, რაც საქართველომ ძალიან კარგად იცის, როცა მეგობარი არის ომში ან ბრძოლაში, სოლიდარობა არის ის, რომ ზურგში არ უნდა გააკრიტიკო, რომ უნდა იდგე მორალურად მის გვერდში. სხვას არავინ არაფერს არ გვთხოვს,“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

დღის ამბები