საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ "ქართლი ოცნებიდან" წასული დეპუტატების განცხადებების შეფასებისას გააკეთა. როგორც კახა კალაძე ამბობს, კონსტიტუციის ფარგლებში ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარი აზრის დააფიქსიროს.
"საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად, ამ ადამიანებსაც, აქვთ იმის საშუალება და შესაძლებლობა, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ, დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები. ვიღაცა შეიძლება დაეთანხმოს, ვიღაცა შეიძლება არ დაეთანხმოს. შესაბამისად, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია," - ამბობს კახა კალაძე.