15 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
"რაც ოპოზიციამ ამ 12 რეკომენდაციის შესრულების დროს განახორციელა, არის დესტრუქციული პოზიცია" - ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიცია კვლავ ულტიმატუმის ენით საუბრობს და მათი მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის არმიღება დესტრუქციული პოზიციაა.

"რაც ოპოზიციამ ამ 12 რეკომენდაციის შესრულების დროს განახორციელა, არის დესტრუქციული პოზიცია. ფაქტობრივად, ულტიმატუმი იყო მათი მხრიდან, რომ არ მიიღებდნენ სამუშაო ჯგუფებში მთელი ამ ზაფხულის განმავლობაში მუშაობაში მონაწილეობას. გამომდინარე აქედან, ჩვენ არანაირი დათმობა არ გვექნება არანაირ ულტიმატუმზე. ჩვენ ამ საკანონმდებლო პროცესს, რომელიც დაწყებული გვაქვს, ბოლომდე მივიყვანთ. რა თქმა უნდა, ოპოზიციის იმ რადიკალურ ნაწილს ექნება შესაძლებლობა, რომ თავისი საკანონმდებლო წინადადებები დააყენონ, მაგრამ ყველა საკანონმდებლო წინადადება საბოლოო ჯამში უმრავლესობის მეშვეობით მიიღება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, რომ ულტიმატუმების ენით ლაპარაკს ჯობია რომ უფრო კონსტრუქციულები იყვნენ,“ - ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები