15 ნოემბერი 2024,   08:15
ვრცლად
"ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგიას" მთავრობა დაამტკიცებს და დოკუმენტი ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება"- პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას ოფიციალურად გამოაქვს დოკუმენტი „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია“. პრემიერის განმარტებით, ეს დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ ხალხის საერთო მისწრაფებას.

 „პირველი საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო ეს არის ჩვენი დაპირება, რომელზეც ჩვენ გასულ წელს ვსაუბრობდით, ეს არის ინციატივა, ომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას 2030. ჩვენი ხედვა, რომელშიც გაიწერა პრაქტიკულად ყველა მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. თითოეულმა უწყებამ მოამზადა საკუთარი განვითარების სტრატეგია, ხედვა და გეგმები და ახლა ჩვენ ოფიციალურად გამოგვაქვს აღნიშნული საკითხი, სახელწოდებით „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია“. ეს დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ ჩვენი ხალხის საერთო მისწრაფებას. ეს არის ქვეყანა, რომელიც გულისხმობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას. ეს ჩვენი საერთო ამოცანაა, სოციალური თანასწორობა, ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო, დემოკრატიის გაძლიერება, უსაფრთხოება და სტაბილურობა. ეს ყველაფერი ჩამოყალიბებულია ამ დოკუმენტში. მინდა ყველა უწყებას აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო. ჩვენ ეს დოკუმენტები მზად გვქონდა შარშანვე, მაგრამ ამის შემდეგ დაიხვეწა თითოეული დოკუმენტი, განახლდა მონაცემები და დღეს უკვე დასრულებული სახით წარმოვადგენთ, მთავრობა დაამტკიცებს და ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება“, - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები