15 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
ყველა თანხმდება იმაზე, რომ ამ კანონს აქვს ნული სამართლებრივი პრობლემა - შალვა პაპუაშვილი მოსმენების შესახებ კანონზე

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იწყებს. ფარულ მოსმენა-მიყურადების თაობაზე მიღებულ კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის შენიშვნებს დღეს იურიდიული კომიტეტი განიხილავს. "ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ პრეზიდენტის პოზიცია უარგუმენტოა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მოსმენა-მიყურადების შესახებ კანონს სამართლებვი პრობლემა არ აქვს და მისი თქმით, ამაზე ყველა თანხმდება. 

"ყველა თანხმდება იმაზე, რომ ამ კანონს აქვს ნული სამართლებრივი პრობლემა. არავის აქვს შენიშვნა, რომ ამ კანონით ხდება რომელიმე უფლებრივი სტანდარტის დარღვევა, მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას სადმე ეწინააღმდეგება, ან ევროკავშირში თუ მსოფლიოში დამკვიდრებულ პრაქტიკას.

სამართლებრივი არგუმენტი კანონის წინააღმდეგ არ არსებობდა და დარჩა რიტორიკა იგივე, რომ იქნებ იყოს მეტი მსჯელობა და განხილვა, თუმცა ამ კანონის მიღებას პარლამენტმა მოანდომა 3 თვე, ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული, ყოველ ჯერზე იყო პარლამენტის მხრიდან შეთავაზებული, რომ თუკი აქვთ რამე არსებითი სამართლებრივი შენიშვნა, წარმოედგინათ და ვერცერთ ჯერზე სამართლებრივი შენიშვნა წარმოდგენილი არ იქნა.

შესაბამისად, კომიტეტი განიხილავს, იქნება უკვე შესაძლებლობა, რომ დეტალურად, ვეტოს ავტორის წარმომადგენელმა წარმოადგინოს მოსაზრებები.

ვენეციის კომისიამ გვითხრა, რომ არცერთ სტანდარტს არ ეწინააღმდეგება, რაც შეეხება მიზანშეწონილობის საკითხს, ამაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს კომიტეტიც და პარლამენტიც და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული," - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები