საქართველოს პრეზიდენტი გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრის მისამართით, მილოცვის წერილს ავრცელებს:
"ვულოცავ ლიზ ტრასს, გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრს. ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა, რომელიც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და უფრო ძლიერი ტრანატლანტიკური პარტნიორობისათვის იმუშავებს. ველი ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად," - წერს სალომე ზურაბიშვილი.