ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ძალების თადარიგის გენერლის ბენ ჰოჯესის განცხადებას კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
ხაინდრავა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჰოჯესის დამოკიდებულებას აკრიტიკებს.
"ინტერ-ნაციონალური რევოლუციური გარდატეხის კომიტეტის" წევრი, გადამდგარი გენერალი ბ. ჰოჯესი შეუმდგარ "გენერალ კეზერას" ტევესაროსკიპოში აცხადებს: "არ ვიცი გმობს თუ არა საქართველოს მთავრობა რუსულ აგრესიას"... ავღანეთში აშშ-ის მთავრობის მიერ დამყარებული დემოკრატიის" შესახებ თუ იცის?" - წერს გოგა ხაინდრავა.