15 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
ვეტო დაძლეულია  - ცვლილებებით, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დამატებით 27 დანაშაულზე იქნება შესაძლებელი

სალომე ზურაბიშვილის პირველი ვეტო მეათე მოწვევის პარლამენტისთვისაც პირველი იყო, თუმცა ის უმრავლესობამ მარტივად დაძლია. ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა წარადგინა. მთავარ არგუმენტად, ადამიანის უფლებების დაცვა დასახელდა. საფუძვლად კი, ვენეციის კომისიის დასკვნა.

მიზეზი, რის გამოც 7 ივნისს მიღებულ კანონს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა, ოპოზიციისთვის გასაგები და მისაღებია. შესაბამისად, ხელისუფლების ოპონენტებს პრეზიდენტის მდივანთან კრიტიკული კითხვები სხვა მიმართულებით ჰქონდათ.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ კანონის ჩაგდებით ძალოვანი უწყებების ეფექტიანი მუშაობის შესაძლებლობა შეიზღუდებოდა. უმრავლესობას დღეს მოტივირებული შენიშვნების მომხსენებლისგან აინტერესებდათ, რატომ არ მოისმინა პრეზიდენტმა კანონპროექტების ავტორების არგუმენტები.

ცვლილებებით, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დამატებით 27 დანაშაულზე იქნება შესაძლებელი. ფარული მოსმენების ვადა 6-დან 9 თვემდე იზრდება. ხოლო 100-მდე დანაშაულზე მიყურადება, შესაძლოა უვადოდ გაგრძელდეს.

დღის ამბები