ფარულ მოსმენა-მიყურადების კანონთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილებას საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. საელჩოს განცხადებით, აღნიშნული კანონის არსებული ახით მიღება "საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას".
"პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა," - წერია აშშ-ის განცხადებაში.