15 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
არის გარკვეული დელიკატური თემები, რომლებზე საუბარიც საზოგადოებასთან არ შეიძლება, მაგალითად იგივე აგენტურაზე - ირაკლი კობახიძე

"ოცნებიდან" წასული დეპუტატების მიერ გავრცელებული წერილის შესახებ შეფასებების გაკეთებისას, ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველი პარტია შედარებით თავშეკავებულია - უმრავლესობაში ყოფილი თანაგუნდელების მორიგი წერილის შეფასებისას კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ბრალდებები სერიოზულია.

როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, მათ არ სურთ წერილის შინაარსზე საუბარი და არსებობს საკითხები, რომლებიც დელიკატურია.

"არიან ჩვენი კოლეგები, დეპუტატები, ჩვენი პარტიის ყოფილი წევრები, რომლებმაც აირჩიეს საკუთარი გზა და ჩვენ აქ გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენ ვამბობდით, რომ ყველაფერთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებთ საზოგადოების წინაშე. ისინი ამბობდნენ, რომ მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზოგადოებას. არის გარკვეული დელიკატური თემები, რომლებზე საუბარიც არ შეიძლება, მაგალითად, იგივე აგენტურაზე როცა არის საუბარი, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, ჩვენ გვიჭირს, მმართველ პარტიას ამ თემაზე საუბარი, საკითხის გაშლა. ჩვენ ერთ რამეზე ვერ შევთანხმდით, ეს არის ის, თუ რა დოზით ვსაუბრობთ გარკვეულ საკითხებზე, აქედან გამომდინარე ჩვენ რაღაცების უარყოფა და დადასტურება გაგვიჭირდება მომავალშიც.

ხვალაც შეიძლება ვკითხოთ რაღაცა, შეიძლება რაღაცა წერილში არის 100% სიმართლე, როგორც კი რაღაცას დავადასტურებთ, მერე რაღაცას არ დავადასტურებთ, შეიძლება ყველაფრის დადასტურება მოგვიწიოს, შეიძლება არაფრის, ეს იქნება სერიოზული პრობლემა. ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ვერც ერთ წერილს ვერ დაგიდასტურებთ ვერც 100%-იანი, ვერც 1%-იანი და ვერც 30%-იანი სიზუსტით," - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი კი აცხადებს, რომ ყველა დიდ სახელმწიფოს სხვადასხვა ქვეყნებში სავარაუდოდ ჰყავთ თავისი აგენტურული ქსელი და ეს მისთვის გასაკვირი არ არის. თუმცა, დავითულიანი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ბრალდებები დანაშაულის შემცველია.

"რა თქმა უნდა, დიდ სახელმწიფოებს სხვადასხვა ქვეყნებში, მეგობრულშიც და არამეგობრულშიც, თავისი აგენტურული ქსელი ალბათ ჰყავთ. ჩემი აზრით, ეს, თუ დადასტურებულად ვიღაცის ჯაშუშობა დადასტურებადია, მინიმუმ ქვეყნიდან გაძევებას, მაქსიმუმ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას ნიშნავს ერთის მხრივ, თუ პირდაპირ ჯაშუშობაზე ვსაუბრობთ სპეცსამსახურების. თუ ის გვიკვირს, რომ დიდ ქვეყნებს აგენტები ჰყავთ, ჩემთვის ეს გასაკვირი არ არის. არც ის მგონია ახლა სამტკიცებელი, რომ აპრიორი აგენტობა სხვა ქვეყნის მორალურად და პიროვნულად პრობლემა უნდა იყოს ვიღაცა ადამიანისთვის, ასეთი თუ არსებობს. მე ვერ გეტყვით, რომ ვიღაცა ან არის ჯაშუში, ან არ არის, იმიტომ, რომ ჯაშუშობის ბრალდება კონკრეტული დანაშაულია," - ამბობს ბექა დავითულიანი.

დღის ამბები