საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დიდი ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სამეფო ოჯახს და გაერთიანებული სამეფოს ხალხს მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელიზაბედ II-ის გარდაცვალების გამო. ის იყო არაჩვეულებრივი პიროვნება და ლიდერი, რომელიც ისტორიას 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქმნიდა. მისი მემკვიდრეობა კიდევ ბევრ ათწლეულს განსაზღვრავს,"- წერს შალვა პაპუაშვილი.