15 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
რატი ბრეგაძე ბუნდესტაგში გერმანია - სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ბუნდესტაგში გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ იოჰან დეივიდ ვადეფულს შეხვდა. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები ბუბა ლომუაშვილი, ბექა ძამაშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია.

რატი ბრეგაძემ ბუნდესტაგში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სექტორული თანამშრომლობა და ბუნდესტაგთან მუშაობის გაღრმავება მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

იოჰან დეივიდ ვადეფულმა აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ძალიან ნაყოფიერი და კარგი შეხვედრა ჰქონდა.

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში 6 სექტემბერს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა გერმანიის იუსტიციის მინისტრთან, ნოტარიუსთა პალატის პრეზიდენტთან, ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან, პენიტენციური და პრობაციის სისტემების ხელმძღვანელებთან. ასევე, შეხვედრა გაიმართა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტშიც.

დღის ამბები