რუსეთის სანქციების საკითხზე ისაუბრა ლატვიის პრეზიდენტმა კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან პრესკონფერენციის დროს. ეგილს ლევიტსის თქმით, სანქციების სიაში ის პასუხისმგებელი პირები უნდა შევიდნენ, რომლებსაც რუსეთის ხელმძღვანელობაზე აქვთ გავლენა.
თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს მზადყოფნისთვის, მიჰყიდოს ქვეყანას ელექტროენერგია.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის ძალიან მადლიერია პარტნიორების, რომლებიც აძლიერებენ ევროკავშირის პოზიციას ევროკავშირში.
"ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა როგორც ლატვიიდან, ასევე პოლონეთისგან რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკისთვის. განვიხილეთ რუსეთის ფედერაციიდან ტურისტებისთვის სავიზო შეზღუდვების მნიშვნელოვანი ასპექტები. ასევე განვიხილეთ ფინანსური მხარდაჭერის საკითხი. ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორების, რომლებიც აძლიერებენ ჩვენს პოზიციას ევროკავშირში," - აცხადებს ზელენსკი.