15 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია არა 12 პუნქტის შესრულება, არამედ, მათი ამოცანაა, რომ ამას რამენაირად ხელი შეუშალონ - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას არ უნდა "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში საქართველოს ჰქონდეს ისეთი წარმატება, როგორიც არის მომდევნო ნაბიჯების გადადგმა ევროინტეგრაციის მიმართულებით:

"საუბედუროდ დღეს გვყავს ოპოზიცია არც თუ ისე მცირედ წარმოდგენილი პარლამენტში, რომლისთვისაც პრიორიტეტები არის იმგვარად ფორმულირებული, რომ მათ მაინცდამაინც ჯანსაღი ინტერესები არ გააჩნიათ. მათ საქართველოს ინტერესი, სამწუხაროდ, არ აქვთ პირველ ადგილზე დაყენებული. მერკანტილური და ვიწროპარტიული ინტერესია მათი ქმედებების განმაპირობებელი. საუბედუროდ, ასეთია მათი ბუნება და ამიტომაც არის, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა 12 პუნქტის შესრულება, არამედ მათი ამოცანაა, რომ ამას რამენაირად ხელი შეუშალონ. მათ არ უნდათ, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში საქართველოს ჰქონდეს ისეთი წარმატება, როგორიც არის მომდევნო ნაბიჯების გადადგმა ევროინტეგრაციის მიმართულებით,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები