15 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
"ბოლო შეხვედრა იქნება მედიასთან და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით" - სერგო ჩიხლაძის თქმით, ოპოზიციამ NGO-ების ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა

შემაჯამებელი შეხვედრა ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან. კონსულტაციები, სადაც ძირითადი აქცენტი მედიასა და სასამართლო სისტემაზე გაკეთდება - მიმდინარე კვირას შედგება.

მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, მნიშვნელოვანია პროცესი ინკლუზიური იყოს და მასში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთოს.

"ბოლო შეხვედრა იქნება მედიასთან და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ყველა რეკომენდაცია არასამთავრობო ორგანიზაციების არის გათვალისწინებული, მაგრამ NGO-ების რეკომენდაციების გარდა, ჩვენი პაკეტი უფრო ფართე და პოლიტიკურია, თუმცა მთლიანად შეჯერებულია არასამთავრობო სექტორთან და თანხვედრაში მოდის ევროკომისიის რეკომენდაციებთან," - აცხადებს  ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე. 

დღის ამბები